AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია
პრაქტიკული კურსი თანამედროვე ავტომატიზაციის ტექნოლოგიებში
AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციის კურსი არის 20-საათიანი პრაქტიკული სასწავლო პროგრამა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება AI-ის ყოველდღიური გამოყენებიდან გადავიდნენ საკუთარი ასისტენტების, მრავალსაფეხურიანი ავტომატიზაციებისა და AI აგენტების შექმნაზე.
სწავლება ეტაპობრივად ვითარდება: პერსონალური ასისტენტებისა და პირველი ავტომატიზაციის შექმნის შემდეგ მონაწილეები შეისწავლიან Make.com-ს, JSON მონაცემებს, Webhook-ებსა და API ინტეგრაციებს. ამ საფუძველზე გადავლენ ცოდნის ბაზებზე, RAG-ზე, MCP-სა და აგენტურ პროცესებზე, შემდეგ კი n8n-ის გამოყენებით უფრო რთული ბიზნესამოცანების ავტომატიზაციაზე.
კურსში განიხილება ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ისა და Grok-ის გამოყენება სხვადასხვა ამოცანისთვის. მონაწილეები გაეცნობიან Grok-ისა და xAI API-ის ინტეგრაციის შესაძლებლობებს კვლევის, ინფორმაციის დამუშავებისა და ავტომატიზებული ანალიტიკის მაგალითებზე.
პროგრამაში შედის ლოკალური მოდელების (Local LLMs) გამოყენება, Claude Agent SDK-ის საფუძვლები და Computer Use აგენტები, რომლებიც ვებ და desktop გარემოში მოქმედებენ. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ შეარჩიონ შესაბამისი ტექნოლოგია, დააკავშირონ კომპონენტები ერთ სისტემაში და განსაზღვრონ, როდის არის საჭირო ადამიანის ჩართულობა.
კურსის მთავარი აქცენტებია რეალური ბიზნესპრობლემების გადაჭრა, მონაცემთა უსაფრთხოება, შედეგების შემოწმება, შეცდომების მართვა და ავტომატიზაციის ღირებულების (ROI) შეფასება. სწავლება მოიცავს ლექტორთან ერთად პრაქტიკულ მუშაობას, დამოუკიდებელ სავარჯიშოებსა და საშინაო დავალებებს. დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეები განიხილავენ Local LLM-ის, Claude Agent SDK-ისა და Computer Use-ის ერთიან არქიტექტურას და წარადგენენ საკუთარ ფინალურ პროექტებს.
კურსი მოიცავს 7 შეხვედრას: ხუთ 3-საათიან და ორ 2.5-საათიან სესიას. წინასწარი პროგრამირების გამოცდილება საჭირო არ არის. ძირითადი მუშაობა მიმდინარეობს ვიზუალურ ინსტრუმენტებში, ხოლო მოწინავე თემებში გამოიყენება მცირე Low-Code მაგალითები AI Coding ასისტენტების დახმარებით.
AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციის კურსის მსმენელები შეძლებენ:
- სხვადასხვა პროფესიული ამოცანისთვის პერსონალური AI ასისტენტების შექმნასა და გაუმჯობესებას;
- ChatGPT-ის, Claude-ის, Gemini-ისა და Grok-ის გამოყენების დაგეგმვას კონკრეტული ამოცანის მოთხოვნების მიხედვით;
- Make.com-სა და n8n-ში მრავალსაფეხურიანი სამუშაო პროცესების აწყობასა და ტესტირებას;
- JSON მონაცემებთან, Webhook-ებთან, HTTP მოთხოვნებსა და გარე API-ებთან მუშაობას;
- ცოდნის ბაზების შექმნას და RAG-ის, embeddings-ისა და ვექტორული ძიების დანიშნულების გაგებას;
- AI ასისტენტის, დეტერმინისტული workflow-ისა და AI აგენტის განსხვავებების გააზრებას;
- Tools, Function Calling, ReAct და MCP მიდგომების გამოყენების დაგეგმვას;
- ლოკალური მოდელის გაშვებას და მისი ხარისხის, სიჩქარისა და მონაცემთა კონფიდენციალურობის შეფასებას;
- Claude Agent SDK-ის საბაზისო მაგალითების გამოყენებასა და აგენტისთვის ხელსაწყოებისა და წვდომების განსაზღვრას;
- Computer Use-ის დემონსტრაციულ სცენარებთან მუშაობას და მისი გამოყენების მიზანშეწონილობის შეფასებას;
- ადამიანის დამტკიცების, მოქმედებების აღრიცხვისა და შეცდომების მართვის მექანიზმების დაგეგმვას;
- ავტომატიზაციის ხარჯის, დაზოგილი დროისა და მოსალოდნელი ROI-ის გამოთვლას;
- სრული ავტომატიზაციის სისტემის დაპროექტებას და ფინალური პროექტის ტექნიკური გადაწყვეტისა და ბიზნესღირებულების წარდგენას;
- პრაქტიკული ნამუშევრებისგან პროფესიული პორტფოლიოს შექმნას.
თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ბასილაია 25 წელზე მეტია ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს და ამ პერიოდში გაიარა გზა მკვლევრიდან უნივერსიტეტის პროფესორამდე და დამწყები ტექნიკოსიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების IT დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე;
- გიორგის გამოცდილება აერთიანებს როგორც აკადემიურ საქმიანობას (13+ წლიანი პედაგოგიური პრაქტიკა), ისე მენეჯერულ მუშაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. წლების განმავლობაში ის თანამშრომლობდა ისეთ გლობალურ კომპანიებთან, როგორიცაა Google, Microsoft, Amazon, IBM, Dell, HP-Enterprise, VMWare და სხვა;
- მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- ხელოვნური ინტელექტის (Generative & Agentic AI) პრაქტიკული ინტეგრაცია რეალურ ბიზნეს-პროცესებში;
- კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული სისტემების დაცვა და Enterprise Data Governance;
- No-Code და AI ავტომატიზაციის სამუშაო ნაკადები (Make.com, n8n), რომლებიც ამარტივებს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობას;
- განათლების ინოვაციური მეთოდებისა და პრაქტიკული AI Playbook-ების დანერგვა.
- გიორგი არის:
- თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ინჟინერიის დოქტორი (PhD);
- Smart Academy-ის AI მიმართულების წამყვანი ლექტორი („AI პრაქტიკაში“, „AI აგენტები და ავტომატიზაცია“; 150+ კურსდამთავრებული);
- Certified in Cybersecurity (CC) - საერთაშორისო სერტიფიკაცია (ISC)²-ისგან;
- Google AI Professional Certificate-ის მფლობელი (Google AI Essentials, Fundamentals, Data Analysis, App Building, Research & Insights, Content Creation, Planning & Writing);
- საერთაშორისო AI სერტიფიკატების მფლობელი: Anthropic AI Fluency, Google Certified Educator Level 2, Gemini Certified Faculty;
- 14 სამეცნიერო სტატიის ავტორი საერთაშორისო ჟურნალებში (3,533 ციტირებით Google Scholar-ის მიხედვით);
- 10 საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი;(NATO, USAID, ERASMUS, CRDF, ISTC, GNSF და სხვ.).
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ.
კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს.
კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა.
ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას.
კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდი 591 67 00 67